საქართველოს ტურიზმის
განვითარების ისტორიული მოვლენები
საქართველოში
ტურიზმის განვითარება
19-20 საუკუნეების მიჯნაზე
იწყება.ფაქტიურად
იგი მაშტაბურ
ხასიათს მე-20
საუკუნიდან განსაკუთრებით
კი მეორე
მსოფლიო ომის
შემდგომი წლებიდან იღებს.ამ
პერიოდში ექსპულატაციაში
შევიდა კეთილმოწყობილი ტურისტული
ბაზები და სასტუმროები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ა.შ. დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის
პროცესი ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში აღირიცხებოდა
624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, მოტელი, კემპინგი და სხვა მსგავსი დაწესებულება, რაც
საბოლოო ჯამში 1522 ათას ადგილს შეადგენს.შედარებით
სუსტი იყო სამოქალაქო სასტუმროების განვითარება.ეს
მონაცემები თავისთავად მეტყველებდნენ საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ
მათ მიღმა უნდა დავინახოთ ის, რომ ტურიზმი, რომელიც არსებობდა გასული საუკუნის 80-იან
წლებში წარსულს ჩაბარდა.
ამჟამად, საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების სურვილს უფრო აძლიერებს 1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა, როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 700 ათასი წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.
ტურიზმი - ეს არის მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის და ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ასე განმარტავს მას: "ხალხი, რომელიც ტოვებს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ წელზე ნაკლები ხნით"
ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან და დინამიურ დარგს წარმოადგენს.მას მსოფლიო ეკონომიკასა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ადამიანების ურთიერთობათა გაღრმავებაში. მისი საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს ხალხთა ურთიერთგაგებისა და მშვიდობის დამყარებისკენ.
აღიარებულია, რომ ტურიზმი წარმოადგენს ინტეგრირებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მზარდ გავლენას ახდენს საზოგადოების მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაზე. ტურისტულ ქვეყნებში ტურიზმის მეშვეობით მნიშვნელოვნად ვითარდება ვაჭრობისა და მომსახურების სფერო , რაც იწვევს სავალუტო შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას, ეროვნული ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ასპარეზზე გატანას და მათი შენარჩუნების ფინანსურ უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს შორისაა - ტურიზმი.