საქართველოში პირველი ტურისტული სააგენტო მე-20 საუკუნეში გაიხსნა, 1988 წელს როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო. მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო მოსახლეობის უმეტესობას საზღვარგარეთ სურდა წასვლა.არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამით ისარგებლეს "ბიზნესმენებმა"და შექმნეს ტურისტული სააგენტოები, რომლებიც ძირითადად გამყვან ტურიზმზე მუშაობდნენ, თუმცა უჩვეულო საქმიანობას ეწეოდნენ: ქართველი ტურისტების ექსპლოატაციას ახდენდნენ და ქართველები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებოდნენ. თუმცა დღესდღეობით სიტუაცია აშკარად გამოსწორებულია, რასაც ქართული სააგენტოების მიმართ ამაღლებული ნდობის ფაქტორიც ადასტურებს.
მე მოვიძიე 70 ტურისტული სააგენტო, მათგან მხოლოდ 30-ის გამოკითხვა შევძელი 17 ორგანიზაცია დარეგისტრირებული იყო როგორც ტურისტული სააგენტო სინამდვილეში კი მხოლოდ ავიაბილეთების გაყიდვას ახორციელებდა.30-ს არასწორისაკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა გამოქვეყნებული, დანარჩენებმა უარი მითხრეს ინტერვიუზე. გამოკითხვამ მიჩვენა რომ, სააგენტოთა უმეტესობა 5 წლზე მეტია ბაზარზე ფუნქციონირებს. ისინი ძირითადად გასვლითსა და შიდა ტურიზმზე არიან ორიენტირებულნი. ყველაზე პოპულარულ კურორტებად დასახელდა შავიზღვისპირეთისა და მაღალმთიანი, ზამთრის კურორტები. ყველაზე მეტად საქართველოს სტუმრობენ უკრაინიდან, ცენტრალური ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.ხოლო საქართველოდან ყველაზე მეტად თურქეთს,ეგვიპტეს, ცენტრალურ ევროპას. განსაკუთრებით პოპულარულია უვიზო ქვეყნები.
საქართველოს ბაზარზე ტურისტულ ფირმებთან მიმართებაში შემდეგი ტენდენცია შეინიშნება: როგორც სწრაფად ჩნდებიან ისინი ასევე სწრაფადვე უჩინარდებიან. ამას მრავალი მიზეზი აქვს: პირველი, ის რომ ფირმა იხსნება სპონტანურად - რამდენიმე კომპიუტერით და სამი უცხო ენის მქონე თანამშრომლით, ფირმა გასვლით ტურიზმზე მუშაობს, თუმცა ასეთი კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და მალევე იხურებიან.ე.წ სუსტი მენეჯმენტისა და არასწორი მარკეტიმგული სტრატეგიის გამო.თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს საერთოდ საქართველოში არსებული მცირე ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემაა.
წინა წლებთან შედარებით გაზრდილია გასვლითი ტურისტების რაოდენობაც. ძირითადი ტენდენციებია გაზაფხული-ზაფხული - თურქეთი, ზამთარში - ეგვიპტე, დიდი მოთხოვნაა ევროპის ტურებზეც, თუმცა ვიზებზე შეზღუდვის გამო ტური ვერ დგება.ამ სტატისტიკის მთავარი ფაქტორები არის ის, რომ საქართველოში დასვენება გაძვირდა.იმ თანხით, რითაც საქართველოს საზღვაო კურორტებზე ისვენებ შეგიძლია ნახო თურქეთი, სადაც ფული-ხარისხის შეფარდება უფრო ოპტიმალურია. გასვლითი ტურიზმის ზრდაზე ბოლო 2 წელია გავლენა იქონია, აგრეთვე საქართველოში არსებული ბანკების ახალმა პროდუქტმა "დასვენება განვადებით"
No comments:
Post a Comment