საქართველოში დღეისათვის აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი. ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილია 2 ათასზე მეტი მინერალური წყალი. მათი რაოდენობით გამოირჩევა წყალტუბოს, ბორჯომის, ჯავის, ყაზბეგის რაიონები. ასევე აღსანიშნავია სამკურნალო ტალახი ახტალასა და კუმისში. ჩვენი ქვეყანა ბუნება საუკეთესო საშუალებას იძლევა განვითარდეს, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის ტურიზმის სახეობები. საქართველოს მთაგორიანი რელიეფი, სხვადასხვა სირთულის მწვერვალები და გარკვეული დროის განმავლობაში მდგრადი თოვლის საფარის არსებობა, ზამთრის სპორტული სახეობებისა და ალპინიზმის განვითარების კარგ შესაძლებლობას ქმნის. ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობის განვითარება, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე.
რეკრეაციულ რესურსებზე მსჯელობისას, უწინარეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს ჰავა და კლიმატი, როგორც დასვენებისა და მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები. ჩვენს ქვეყანაში რელიეფის დიდი ამპლიტუდები არცთუ იშვიათად წლის გარკვეულ პერიოდში ქმნის ხელსაყრელ პირობებს ე.წ "კომფორტული კლიმატის" წარმოსაქმნელად. აქ ჰავის სპეციფიკას განსაზღვრავს მზის, რადიაციის, ატმოსფერული ცირკულაციის და რთული რელიეფის ურთიერთგავლენა. მზის ინტეგრალური და განსაკუთრებით, ულტრაიისფერი რადიაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეიმჩნევა მთიან რაიონებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მთის ჰავის სამკურნალო თვისებებს. მაგალითად ბრონქიალური ასთმის მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია ბაკურიანში, ტუბერკულიოზის მკურნალობისათვის - აბასთუმანსა და ცემში.
საქართველოს თვალწარმტაცი , მომაჯადოებელი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდაშფტი, მუდმივი თოვლითა და მყინვარებითა დაფარული კავკასიონის ქედი, შავიზღვისპირეთის ხავერდოვანი სუბტროპიკული ზონა, წყალუხვი მდინარეები და ეგზოტიკური ჩანჩქერები, ორიგინალური კარსტრული მღვიმეები, მთის ზონისა და ზღვისპირა კურორტები, უძველესი კულტურის ძეგლები, საერთოდ, მდიდარი რეკრეაციული რესურსები ფრიად ხელსაყრელ პირობებს ქმნის საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის. საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს გეოგრაფიული ლანდშაფტების ვერტიკალური ზონალობის კლასიკურ ქვეყანას.

No comments:
Post a Comment