საქართველოში ტურიზმი განიხილება, როგორც ერთ-ერთი პროგრესული სფერო. ჩემს ანალიზზე დაყრდნობით დასაშვებია საქართველოში ტურიზმის მრავალი სახეობის წარმოება. მაგ: შესაძლებელია კულტურული ტურიზმის განვითარება, ზამთრის სპორტული ტურების, რელიგიური და საპილიგრიმო(მომლოცველთა) და ა.შ.
სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის სამენეჯერო გამოცდილების უქონლობისა და ფინანსური შეზღუდვების გამო ძალიან რთულდება ტურისტთა მომსახურების დონის გაზრდა.ეს ფაქტორი ხარისხიანი ტურპროდუქტის მიწოდების საქმეში მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის და შემომყვან ტუროპერატორებს, ხელს უშლის საერთაშორისო ტურისტული პროგრამების შემუშავებაში.
აღნიშნული პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივია. საქმეს მხოლოდ კვალიფიციური კადრები და ფინანსური სახსრები ვერ გადაწყვეტენ.ამ მიმართებით მუშაობა უნდა დაიწყოს ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ორიენტირებული ტურპროდუქტის წარმოებითა და მიწოდებით. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ასოციაციებმა ტურისტულ კომპანიებთან ერთად უნდა აღადგინონ ტურიზმის ისეთი სახეობები, რომლებიც კარგად იყიდება ბაზარზე. ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ევროპისა და სხვა ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე დაბალი კონკურენტუნარიანობის მქონე ქართული ტურპროდუქტის ფასი/ხარისხის თანაფარდობა.
ანალიზიდან გამომდინარე ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ძირითადი პრობლემა, რაც ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზარებზე გატანის დროს წარმოიქმნება, ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა, მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონითაა განპირობებული.ამიტომაც გამსვლელ ტურისტთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე შემომსვლელთა.ამის მიზეზია ქვეყნის ცნობადობის დაბალი ხარისხი, კონფლიქტური ზონები(აფხაზეთი და ოსეთი) და სხვა მრავალი პრობლემა.თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო 5 წელია ქვეყნის ცნობადობის ხარისხი გაიზარდა და შესაბამისად წინა წლებთან შედარებით შემომსვლელი ტურისტთა რაოდენობაც ყოველ წელს მატულობს.
ამ პროექტზე მუშაობისას მიზნად დავისახე გამომევლინა ტურიზმის განვითარების უხვი შესაძლებლობა საქართველოში. მართალია, მისი განვითარება დაკავშირებულია რიგ პრობლემებთან, თუმცა, აგრეთვე ეს სფერო შეგვიძლია ჩავთვალოთ შემდგარ ფაქტად.
გამომდინარე ყველაფერი ზემოთქმულიდან, ვიმედოვნებ, რომ ჩემ მიერ მომზადებული მასალა დაგეხმარებათ წარმოდგენა შეიქმნათ ტურიზმის არსზე და იმაზე, თუ რა წვლილი შეაქვს მას ქვეყნის განვითარებაში.
No comments:
Post a Comment