საქართველოს საკმაოდ დამაიმედებელი ტურისტული პოტენციალი აქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, რაც გლობალური ტურისტული ბაზრისთვის ძალიან მიმზიდველია.საქართველოს ტურისტულ პოტენციალს განსაზღვრავს 1) შავი ზღვის სანაპირო ზოლი,რომლის სიგრძე ქვეყნის მასშტაბით 318 კილომეტრია, იგი მასობრივი ტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. 2) დიდი და მცირე კავკასიონის მთაგრეხილები,საქართველოს მთიანეთი სამთო-სათხილამურო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.3)კურორტები.
ბუნებამ უხვად დააჯილდოვა საქართველო. მთელ მსოფლიოში არც ისე ბევრი ადგილი მოიძებნება, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე განლაგებულია ამდენი განსხვავებული ლანდშაფტი - ნოტიო სუბტროპიკებიდან მუდმივ თოვლამდე და მყინვარებამდე, მაღალმთიან რაიონებში.
საქართველო კურორტების ქვეყანაა.აქ დღეისათვის 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია.ქვეყნის საკურორტო რესურსები მრავალფეროვანია. აღრიცხულია შემდეგი სახის სამედიცინო პროფილის კურორტები: კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ურილოგიური, დერმატოლოგიური და ა.შ.
ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე განლაგებულია ბალნეოლოგიური კურორტები-წყალტუბო, ნაბეღლავი, ნუნისი და სხვა. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე- ასევე ბალნეოლოგიური კურორტები-ბორჯომი, საირმე, სურამი და სხვა.მაღალმთიანი ზონის კურორტებია: ბაკურიანი, გუდაური, ბახმარო, შოვი და ა.შ. სადაც წარმატებით მკურნალობენ ფილტვის ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმასდა ნევროზს.
საქართველოს თავისი ბუნებრივი, გეოგრაფიული, კლიმატური, რეკრეაციული შესაძლებლობებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გამო ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის დიდი პოტენციალი გაჩნია
No comments:
Post a Comment